Saturday, November 14, 2009

საცდელი პროექტი


1. პროექტის სახელი: პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები;

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები ინტერნეტისა და ლიტერატურის გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას და ფოტომასალას აღნიშნული პროექტის შესახებ.

3.პროექტის სრული აღწერა:მოიძიებენ ინფორმაცია როდის და რომელ ქვეყანაში დაიბეჭდა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები. აგრეთვე მოიძიებენ ინფორმაციას და ფოტომასალას იმ სტამბის შესახებ, სადაც დაიბეჭდა აღნიშნული წიგნები. იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარება /მცირე მიმოხილვა/. ინფორმაცია იმ პიროვნების შესახებ, რომლის უშუალო თაოსნობითაც გამოიცა ნაბეჭდი გამოცემები. მცირე მიმიხილვა და ფოტოები თითოეული წიგნის შესახებ.

4. მონაწილეთა ასაკი: 8-12 კლასები;

5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე;

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში::ინტერნეტისა და შესაბამისი ლიტერატურის მეშვეობით ინფორმაციის მოძიება; ფოტომასალა; პრეზენტაცია; დისკუსია.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება პირველი ქართული ნაბეწდი წიგნების ამსახველი ვებ-გვერდი, ფოტო და ლიტერატურული მასალით.

8. სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან სად და როდის დაიბეჭდა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები, რომ ეს მოვლენა მრავლისმეტყველი იყო ქართველი ხალხის ცხოვრებაში, რომელსაც ისტორიული განვითარების მძიმე პირობები ჰქონდა.ამით ქართველი ხალხის კულტურულ ცხოვრებაში მკვეთრად გაიმიჯნა ხელნაწერი და ბეჭდური ლიტერატურის ფუნქცია-მოვალეობანი. ამ მხრივ საქართველომ საგრძნობლად გაუსწრო აღმოსავლეთ ევროპისა და წინა აზიის ცალკეულ ქვეყნებს, რომ ბეჭდითი სიტყვა არამარტო ინფორმაციისა და განმანათლების როლში გვევლინება, არამედ ხალხთა შორის კულტურულ ფასეულობათა გაცვლის უბადლო საშუალებაა.

9. სამუშაო ენა: ქართული ენა;

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან;

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ჩვენი პროექტი ეფუძნება შემდეგ საგნებს: ქართული ენა და ისტორია.
მოსწავლეებს ინფორმაციის მოძიების პარალელურად უვითარდებათ:
  • სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევები.
  • ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
  • მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საკითხისადმი და ავლენს შეფასების სურვილს.
  • ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრადეგიებს /ბიბლიოთეკა, ინტერნეტი/.
  • წინადადებების აგებისას იყენებს გრამატიკულ და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორ ფორმებს, იცავს პუნქტუაციის წესებს;
  • მოსწავლე ფლობს წერის სწორ სტრუქტურას.
12. პროექტის ფასილიტატორი:ეკა ოდილაძე;
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: ekaodiladze@gmail.com
14. პროექტის ფორუმი;
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ekaodiladze.blogspot.com